სპორტ ექსპრესი

ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი - ლევან კობიაშვილმა ახლახანს ყველაფერს ნათელი მოჰფინა

ნოემბერი 20, 2020 21:58

crocobet

"სილქ უნივერსალზე" გადაცემა "ბურთი და მოედანის" სტუმარი სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრების მომავალ მწვრთნელზე ისაუბრა. 

 

"ამ ეტაპზე არავისთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ჯერჯერობით მხოლოდ ვფიქრობთ. 

 

არ გვაქვს კონკრეტულად რაიმე მონახაზი ეს ქართველი იქნება თუ უცხოელი. ვფიქრობ, ქართველებსაც გვყავს იმ დონის სპეციალისტები, რომლებსაც ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება შეუძლია. 

 

ვიყურებით უცხოეთშიც და ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრის დონეზე ვართ", - ამბობს კობიაშვილი.