სპორტ ექსპრესი

რუსი ფეხბურთელი: საქართველო ნამდვილი საშინელებაა... იქ არასდროს ვითამაშებდი და გეტყვით რატომაც

ნოემბერი 21, 2020 00:19

crocobet
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა იური ჟირკოვმა "სპორტ-ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ თემაზე ისაუბრა. მას კითხვა იმის შესახებაც დაუსვეს, თუ რომელი ქვეყნის ჩემპიონატში არ ითამაშებდა არასდროს, რაზეც ჟირკოვმა ჩვენთვის საინტერესო პასუხი გასცა.
 
 
"პირველ რიგში, ავღნიშნავ, რომ ფეხბურთელმა ისეთი ქვეყნის ჩემპიონატში უნდა ითამაშოს, სადაც აღმოჩენის, დაწინაურებისა და წინსვლის საშუალება ექნება.
 
 
არასდროს არ ვითამაშებდი მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატში. ის ძალიან ლამაზი ქვეყანაა, იქ ხშირად ვყოფილვარ და მეგობრებიც ბევრი მყავს, მაგრამ როგორც ფეხბურთელი, საქართველოში არასდროს ვითამაშებ, რადგან ჩემს მიერ ჩამოთვლილ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და განვითარების შანსი საკმაოდ მცირეა. ვიცი, რომ იქ საშინელი მოედნებია.
 
 
 
ასევე არ ვითაშებდი აფრიკის კლუბებში, ევროპაში კი საქართველოს გარდა კიდევ არაერთი ქვეყანაა, სადაც კარიერის განმავლობაში ასპარეზობა არ მსურს“, - აღნიშნავს ჟირკოვი.
 
 
 
35 წლის ჟირკოვი ამჟამად სამშობლოში, "ზენიტში" ირჯება. მას რუსეთის გარეთ მხოლოდ 2 წელი აქვს ნათამაშები, როდესაც "ჩელსის" ფორმას ირგებდა.