რუსეთში, ურალის მთების ქალაქ ეკატერინებურგში შერეული ორთაბრძლების შეჯიბრზე ინგილო მებრძოლმა სურაჯი ჰასანოვმა რუსეთის წარმომადგენელი ჰალამიზრდა აივაზოვი დაამარცხა.
ჰასანოვი, რომლის ქართული გვარიც ფოლადაშვილი გახლავთ, საბრძოლველად შორტით გავიდა, რომელზეც ქართული ასო-ბგერებით "საინგილო" ეწერა, გამარჯვების შემდეგ კი საქართვლოს დროშაც ააფრიალა.
ინგილო მებრძოლმა 3-რაუნდიანი ჩხუბის შემდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. აღნიშნული მატჩი ჰასანოვისთვის კარიერაში მე-6 იყო, რომლებიდანაც 4-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.
სურაჯი წარმოშობით აზერბაიჯანიდან გახლავთ, სოფლიდან, სადაც ქართველები, ინგილოები ცხოვრობენ. ჰასანოვი მსგავსად 2 წლის წინათაც მოიქცა, როცა ოქტაგონზე რუსი მეტოქე დაამარცხა.