სპორტ ექსპრესი

ვინ არის ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ახალი საყვარელი მამაკაცი და რა საჩუქარი გაუკეთა მან მოდელს, რომელმაც საქართველო აალაპარაკა (ფოტო)

მარტი 2, 2021 14:31

ნეკა დოროყაშვილს საყვარელი მამაკაცი ძალიან ანებივრებს. ნახეთ რა აჩუქა მოდელს ვალენტინობის დღეს მისმა რჩეულმა.

ნეკა დოროყაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ საყვარელი ადამიანის საჩუქრები გამოაქვეყნა. ფოტოზე ჩანს, რომ მოდელმა საჩუქრად ტორტი და ყვავილები მიიღო.

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიგო, როდესაც ნეკა კარანტინში იმყოფებოდა ერთ-ერთი მოგზაურობის შემდეგ.

„მას შემდეგ, რაც ევროპიდან გრძელი მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი, კარანტინში ყოფნა მიწევს, გამოკეტილი ვარ სასტუმრო ოთახში, ვიკეთებ პისიარ ტესტებს კორონავირუსზე. ეს რადიკალური ცვლილება ცოტათი სტრესულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ თუ ადამიანს შენზე ზრუნვა უნდა, ის ამას ნიუ-იორკიდანაც გააკეთებს. სასტუმროს საჭმელი კარგია, მაგრამ მე ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ-იორკიდან ჩემთვის შეკვეთილი სუში. თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, დისტანცია არაფერს ნიშნავს“, – დაწერა მაშინ კარანტინში მყოფმა მოდელმა.

როგორც ჩანს, ქალმა სიყვარული იპოვა, ისევე, როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელიც გერმანელ ჩოგბურთელზეა შეყვარებული. ნეკამ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უზარმაზარი ვარდების და ძვირადღირებული საჩუქრების ფონზეა. „მთხოვეთ დამედო ჩემი ყოველღიურობა. აი ინებეთ“, – დაწერა მოდელმა.

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

2020 წლის 21 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126¹ მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპორტსმენი 100 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ხოლო იძალადა თუ არა მან ყოფილ ცოლზე, ამას სასამართლო განხილვა მომავალში დაადგენს.



Read more: https://sputnik-georgia.com/society/20210215/250892850/neka-doroyashvili-nikoloz-basilashvili-valentinoba.html