სპორტ ექსპრესი

“ ადამიანები სასტუმროებში გამოკეტეს, ეს ნორმალურია?” - ანა ჩაკვეტაძე

იანვარი 17, 2021 19:20

წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი ჯერ არ დაწყებულა და უკვე სერიოზული პრობლემებია. მელბურნში ჩასული ჩოგბურთელების ნაწილი კარანტინში გამოკეტეს, რაზეც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ, 14 დღე გამოკეტილები უნდა იჯდნენ ეს წარმოუდგენელია.

 

იმთავითვე ცნობილი იყო, რომ დამატებით პრევენციის მიზნით, ავსტრალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, მელბურნში ჩასული სპორტსმენები იზოლაციაში ემყოფებინა, თუმცა სიტუაცია იმ გარემოებამაც დაამძიმა, რომ ჩარტერულ რეისში, რომლითაც ჩოგბურთელები მგზავრობდნენ კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

მსოფლიოს ყოფილი მეხუთე ჩოგანი, ანა ჩაკვეტაძე შექმნილ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს და ფიქრობს, რომ ტურნირის მელბურნში ჩატარება არ ღირდა.

 

„რთული სიტუაცია შეიქმნა. ჩოგბურთელები მართლაც ძნელ ვითარებაში იმყოფებიან. 14 დღე სასტუმროს ნომერში გამოკეტვა ადვილი არ არის. მათიც კარგად მესმის.

ვფიქრობ, წლეულს, ავსტრალიის ღია პირველობის აბუ-დაბიში დატოვება ჯობდა. იქ, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ალბათ, ამით დამატებითი პრობლემების თავიდან აცილება მოხდებოდა“– ამბობს ქართული წარმომავლობის რუსი ჩოგბურთელი.