სპორტ ექსპრესი

ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

თებერვალი 2, 2021 22:53

მელბურნში დაწყებულ საკმაოდ წარმომადგენლობით საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 320 ათას დოლარზე მეტია და ავსტრალიის ღია პირველობის წინ მშვენიერი მოსამზადებელი შეჯიბრია, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მეტოქეც როგორც იქნა გაირკვა.

ჩვენებური მეჩოგნე მეხუთე ნომრად არის განთესილი და ის ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება, მანამდე კი მოწინააღმდეგეს ელოდა. ის ესპანელი მარიო ვიელა მარტინესი იქნება, რომელმაც სასტარტო მატჩში გერმანელ იანიკ ჰაფმანს ორ სეტში – 7:6, 6:4 სძლია.

ესპანელი ჩოგბურთელი რეიტინგის 188-ე ნომერია და ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ წყვილის ფავორიტად ნიკოლოზ ბასილაშვილია მიჩნეული.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და მარიო ვიელა მარტინესის დაპირისპირება 3 თებერვალს გაიმართება.