სპორტ ექსპრესი

ბითაძე 5 ქულით დაბრუნდა

იანვარი 18, 2021 12:15

ტრავმის გამო გაცდენილი გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა. „ინდიანა პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველ კალათბურთელს სათამაშოდ 15 წუთზე მეტი დრო მისცა და ჩვენებურმაც ამ დროში 5 ქულა მოინადავლა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის ცენტრს, სათამაშო დროის დიდი ნაწილი მაშინ მიეცა, როდესაც მისი გუნდი უკვე საგრძნობი სხვაობით აგებდა და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გადაწყცვეტილი იყო.

5 ქულასთან ერთად, გოგა ბითაძის ანგარიშზე ორ-ორი მოხსნა და ერთი დაფარება იყო. გოგა ბითაძის ინდიანა კი „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ 96:129 განადგურდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მიმდინარე სეზონში 8 მოგებით მე-4 ადგილზეა.