სპორტ ექსპრესი

ბოლქვაძემ ფავორიტთან დათმო

იანვარი 21, 2021 10:55

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, მარიამ ბოლქვაძე არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში დარჩა და 25 ათასიან ტურნირზე მოსინჯა ძალები.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრე წარმატებით გადალახა, დაამარცხა რა ბოლივიელი მოწინააღმდეგე ოზგენი, თუმცა სამწუხაროდ უფრო წინ წასვლა ვეღარ შეძლო.

1/8 ფინალში, მარიამ ბოლქვაძის მეტოქე ვიქტორია გოლუბიჩი იყო. შვეიცარიელი მეჩოგნე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და შესაბამისად ფავორიტადაც ითვლებოდა. საქართველოს პირველმა ჩოგანმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 192-ე ნომერია, გოლუბიჩთან უშანსოდ წააგო. ეს განსაკუთრებით პირველ სეტზე ითქმის, როდესაც შვეიცარიელმა ჩვენებურს 6:0 მოუგო. მეორე პარტიაში ბოლქვაძე უკეთესად კი გამოიყურებოდა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლო – 4:6.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ 28 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი რეიტინგში 138-ე პოზიციაზეა.