სპორტ ექსპრესი

“დახეული ბუცებით ვთამაშობთ...” ლანჩხუთის ქალთა გუნდი რომლებმაც სასწაული მოახდინეს

ნოემბერი 21, 2020 23:21

crocobet

ლანჩხუთის ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე რუმინული კლუჟი 1:0 დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ისინი გახდნენ პირველები, ვინც საქართველოდან ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ.

თუმცა რა პირობებში უწევთ ფეხბურთელებს ვარჯიში და ცხოვრება, ამას თავად ამბობენ.

"ბუცები არ გვქონდა და დახეული ბუცებით ვთამაშობდით. მეტოქე გუნდს სპორტული, ეკიპირება და ყველაფერი ჰქონდა, ჩვენ კი ლანჩხუთში 5-ლარიანი მაისურები ვიყიდეთ, რომ გასახურებლად გავსულიყავით, თან ჩვენი ფულით.

დაპირებულები იყვნენ, რომ ხელფასს ჩარიცხავდნენ, მაგრამ დღემდე 3-4 თვის ხელფასი არ აგვიღია.

10-11 ფეხბურთელი ერთ სახლში, 3 ოთახში ვცხოვრობთ, მხოლოდ ერთი საპირფარეშო და სააბაზანო გვაქვს, სადაც არც გათბობაა", - აცხადებენ ლანჩხუთის ფეხბურთელები "TV PIRVELI"-სთან საუბარში.