სამწუხაროდ, კორონავირუსმა დიდი დარტყმა მიაყენა ქართულ საჭიდაო სამყაროს – 65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბათუმელი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ჯანელიძე. ის იყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ღირსების ორდენის კავალერი. მას კორონავირუსი ჰქონდა.
ეს ბათუმის საჭიდაო სკოლისთვის მეორე დიდი დანაკლისია ბოლო ერთ თვეში – ცოტა ხნის კიდევ ერთი იქაური ამაგდარი მწვრთნელი ლევან შავაძე გარდაიცვალა. ის მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა გობაძის ბაბუა იყო, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი არ ყოფილა.
წყარო: Lelo.ge