სპორტ ექსპრესი

დიმა ობოლაძე: ამ სპორტულმა ჟურნალისტებმა ზურგი შემაქციეს და იცით, რა იყო ამის მიზეზი?!

ნოემბერი 21, 2020 12:04

crocobet

დიმა ობოლაძე „სიცრუის დეტექტორს” სტუმრობდა „იმედზე” და ისეთ კითხვებს უპასუხა, რაზეც აქამდე არასდროს უსაუბრია, მათ შორის „რუსთავი 2“-დან წამოსვლის თემაც იყო.

 

„რუსთავი 2″-ის დატოვების გამო მეგობრებმა ზურგი გაქციეს?“ – ამ კითხვაზე ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა დადებითად უპასუხა.

 

ობოლაძე აცხადებს, რომ დაკონკრეტებას არ აპირებს, თუმცა მის მიმართ ყოფილი კოლეგები გაცივდნენ. „ზურგი მეგობრებმა შემაქციეს, ნიუსიც იყო, სპორტის ჟურნალისტებიც. ვინც მინდოდა და ჩემიანი იყო, „იმედზე” წამოვიყვანე და ჩემთან ერთად მუშაობდა. დღესაც ჩემთან ერთად მუშაობენ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს არხი დატოვა და დიდი გაკვირვება გამოიწვია“, – ამბობს დიმა ობოლაძე.

 

ობოლაძემ გადაცემაში ასევე დიეგო მარადონასთან მომხდარი ინციდენტიც გაიხსენა.