სპორტ ექსპრესი

"გაეთრიე!" - რუსი სპორტსმენის ბინძური საქციელი... რა გააკეთა მან მატჩის მიმდინარეობისას

თებერვალი 13, 2021 20:17

რუსი ჩოგბურთელი დანიილ მედვედევი ავსტრალიის ღია პირველობის მატჩის დროს საკუთარ მწვრთნელს დაუპირისპირდა!

მიუხედავად იმისა, რომ მედვედევმა პირველი ორი სეტი მოიგო, მას სერბ ფილიპ კრაინოვიჩთან მაინც 5-სეტიანი თამაში მოუწია. მესამე სეტში, რომელიც რუსმა 4:6 დათმო, მედვედევმა მწვრთნელ ჟილ სერვარას ყვირილი დაუწყო. როდესაც ანგარიში 1:4 გახდა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მედვედევი სკამისკენ თითის ქნევით წავიდა და მწვრთნელს მიანიშნა, რომ ის უნდა წასულიყო. და მართლაც: 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელმა არენა დატოვა, მედვედევს კი მიაძახა: “ვიცი, რომ მატჩს მოიგებ.”

 
 
ასეც მოხდა: მართალია, რუსმა მეოთხე სეტიც წააგო და ანგარიში 2:2 გახდა, მაგრამ ბოლო სეტში მედვედევმა მეტოქე 6:0 დაამარცხა და საბოლოოდ, რუსმა 3-საათიანი მატჩი მაინც მოიგო, მერვედფინალში კი ამერიკელი მაკენზი მაკდონალდს ხვდება. ამ გამარჯვებით 25 წლის მედვედევმა თავისი შთამბეჭდავი მოგებათა სერია კიდევ უფრო გააუმჯობესა. ნოემბრის დასაწყისის შემდეგ მას 17 მატჩი აქვს მოგებული.