სპორტ ექსპრესი

გაიცანით მშვენიერი ექიმი ანა, რომელმაც თავისი სილამაზითა და სექსუალურობით ყველა დაატყვევა (ფოტოები)

იანვარი 18, 2021 16:46

დავით ხოჭოლავას თანაგუნდელმა, დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა ალეკსანდ ზუბკოვმა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და პარიზში თავის მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა.

 

ფეხბურთელი მომავალ სეზონს უნგრული "ფერენცვაროშის" ღირსებას დაიცავს, აქ კი მას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი ლაშა დვალი დახვდება.

 

ჯერჯერობით უცნობია, წავა თუ არა უნგრეთში მასთან ერთად მისი მომავალი მეუღლე ანა. საქმე იმაშია, რომ ანა ექიმია.

 

ქერა ლამაზმანმა ხარკოვის ეროვნული ფარმაცევტული უნივერსიტეტი დაამთავრა და ახლა ლაბორატორიაში ექიმად მუშაობს.

 

გარდა ამისა, ანას თავისი საცურაო კოსტიუმების ხაზი აქვს და საკუთარ ბრენდს თავის "ინსტაგრამზე" ხშირად არეკლამებს.