სპორტ ექსპრესი

გამარჯვება სილამაზის კონკურსში და სამოდელო სააგენტოს სახე - ვინ არის სკანდალებით ცნობილი ნეკა დოროყაშვილი და როგორ იწყებოდა მისი და ბასილაშვილის სიყვარულის ისტორია

იანვარი 5, 2021 12:05

მო­დელ ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი­სა და ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­ი­წყო და წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, 2013 წელს, წყვილ­მა იქორ­წი­ნა. მალე ვაჟი, ლუკა შე­ე­ძი­ნათ და სწო­რედ ეს პე­რი­ო­დი იქცა ჩოგ­ბურ­თე­ლის­თვის კა­რი­ე­რის აღ­მავ­ლო­ბის ხა­ნად - ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო.

 

"მის წინსვლა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მეც შე­ვი­ტა­ნე. სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა მი­ვა­ტო­ვე და ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ ოჯახ­ზე გა­და­ვი­ტა­ნე, ნი­კას ტურ­ნი­რებ­ზეც დავ­ყვე­ბო­დი. მისი წარ­მა­ტე­ბა ჩე­მი­ცაა. სპორ­ტსმე­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან უნდა აა­რი­დო, ასე რომ, მათი კა­რი­ე­რის­თვის ოჯა­ხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია", - ამ­ბობ­და მა­შინ ნეკა მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას.

 

მო­დე­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ბავ­შვს ძი­ძის გა­რე­შე ზრდი­და, თუმ­ცა დედა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და შვი­ლიც მის გზას დად­გო­მო­და და ჩოგ­ბურ­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

 

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა შე­ჩერ­და. ქალი სტუ­დენ­ტო­ბი­სას „მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი“ გახ­და, მაგ­რამ მალე გა­თხოვ­და და მო­დე­ლო­ბა­ზე ფიქ­რსაც ამ პე­რი­ოდ­ში და­ა­ნე­ბა თავი. „ჯი­პა­ში“ პი­ა­რის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და მთლი­ა­ნად ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბით და­კავ­და.

 

„ქა­ლის­თვის მთა­ვა­რია ოჯა­ხი, ქმარ-შვი­ლი და შემ­დეგ კა­რი­ე­რა. არ ვე­ლო­დი, მაგ­რამ ახ­ლა­ხან რამ­დე­ნი­მე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ მი­მიწ­ვია. 27 წლის ვარ. მო­დე­ლო­ბას გა­ცი­ლე­ბით პა­ტა­რა ასაკ­ში იწყე­ბენ, მაგ­რამ სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი მა­ინც და­ინ­ტე­რეს­დნენ", - ამ­ბობ­და ნეკა, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, მუდ­მი­ვად ოც­ნე­ბობ­და მო­დე­ლის კა­რი­ე­რა­ზე.

 

წყვილს გან­შო­რე­ბა ხში­რად უწევ­და, რად­გან ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დიდ დროს სა­ზღვარ­გა­რეთ ატა­რებ­და. ვერ და­ეს­წრო მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას. თუმ­ცა ამას ცოლი გა­გე­ბით ეკი­დე­ბო­და და ასე­ვე ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ნი­კო­ლო­ზის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, რად­გან ქმა­რი ბუ­ნე­ბით ერ­თგუ­ლი ჰყავ­და.

 

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თბი­ლის­ში ჭორი გავ­რცელ­და, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი მე­უღ­ლო­ეს და­შორ­და, თუმ­ცა წყვილს ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კა­რი­ე­რას ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებ­და, ნეკა კი ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და და მო­დე­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა. და­შო­რე­ბის შემ­დეგ, წყვილ­მა სოციალურ ქსელიდან სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბიც წა­შა­ლა.

ნეკა დორ­ყოშ­ვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ფო­ტო­ებს. ამ­ბო­ბენ, რომ წყვილს და­პი­რის­პი­რე­ბა ხში­რად ამის გამო ჰქონ­დათ.