სპორტ ექსპრესი

“იქნება თუ არა ნაკრების მწვრთნელი ქართველი?...”- ლევან კობიაშვილი

ნოემბერი 25, 2020 10:33

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ნაკრების მომავალ მწვრთნელზე კომენტარი გააკეთა.

 

"მე არ ვუყურებ ამ საკითხს ისე, რომ მწვრთნელად ქართველი უნდა დაინიშნოს იმიტომ, რომ საქართველოს ჩემპიონატს უყურებს. ამის პრობლემა არ არის და ამის პრობლემა არც ვაისს ჰქონია. მთავარია, თუ არიან ჩვენს ჩემპიონატში ისეთი მოთამაშეები, რომლებიც სანაკრებო დონეს აკმაყოფილებენ. ასეთები კი ნამდვილად არიან.

 

ჩვენ გყვავს ძლიერი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში არ მუშაობენ. ასეთები აქაც არიან. მაგრამ უნდა გავიხედოთ უცხოურ ბაზარზეც, ვინ არის თავისუფალი მწვრთნელი, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება გააჩნია. თუმცა ვიმეორებ - არიან ძლიერი ქართველი სპეციალისტებიც."