სპორტ ექსპრესი

ითამაშებს თუ არა მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში? ფეხბურთის ფედერაცია კომენტარს აკეთებს

ნოემბერი 24, 2020 20:36

 

ითამაშებს თუ არა გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა, კომენტარი გააკეათა.

 

"ამ თემაზე ვესაუბრეთ ვლადიმირ ვაისს და ჩვენი პოზიცია იყო, რომ მიქაუტაძე ჩამოსულიყო ნოემბრის შეკრებაზე. გვქონდა სისტემატური კომუნიკაცია ფეხბურთელის მხარესთან. მათ ითხოვეს დრო საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მიქაუტაძე ახლა იკიდებს ფეხს ევროპულ ფეხბურთში და უნდა, რომ ჯერ იქ განსაზღვროს თავისი მომავალი და მერე იფიქროს სანაკრებო საკითხზე. რა თქმა უნდა, ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, ის ითამაშებს საქართველოს ნაკრებში." - ამბობს იაშვილი