სპორტ ექსპრესი

კოვიდ 19. მთელი თვითფრინავი ინფიცირებულია, ამ წუთებში საშინელი ინფორმაცია ვრცელდება

იანვარი 16, 2021 22:03

არა, ორ კვირიან იზოლაციას ისედაც ვერ ასცდებოდნენ, მაგრამ ახლა საერთოდ სრულ კარანტინში უნდა იყვნენ. მათ საკუთარი სასტუმროს ნომრის დატოვებაც 14 დღის მანძილზე მკაცრად აეკრძალებათ. თუ, პირველ შემთხვევაში კარანტინი შედარებით მსუბუქი იქნებოდა და ჩოგბურთელებს ყოველდღიურად გარკვეული დროით კორტზე ვარჯიში და ფიტნეს დარბაზში ყოფნა ნებადართული ჰქონდათ, ახლა დაახლოებით 50 ჩოგბურთელი სრულ კარჩაკეტილობაში იქნება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ აბუ-დაბიდან და ლოს-ანჟელესიდან მელბურნისკენ მიმავალ თვითმფრინავში, რომლითაც ჩოგბურთელები მწვანე კონტინენტისკენ მიემგზავრებოდნენ, ასევე კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ადამიანებიც აღმოჩნდენ.

აქედან გამომდინარე, ავსტრალიის მთავრობას და დიდი სლემის საორგანიზაციო კომიტეტმა ამ ორ თვითმდრინავში მყოფი ჩოგბურთელების მკაცრი იზოლაცია გადაწყვიტა.

მოკლედ, აბუ-დაბიდან მიმავალ რეისში გამოჩენილ ჩოგბურთელთაგან აღმოჩდნენ 2019 წლის ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი რუმინელი ბიანკა ანდრეესკუ, გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რუსი სვეტლანა კუზნეცოვა, ჩეხი კაროლინა პლიშკოვა, ბერძენი მარია საკარი, მარტა კოსტიუკი და შვეიცარიელი ბელინდა ბენჩიჩი.

რაც შეეხება ლოს-ანჟელესიდან აფრენილ თვითმფრინავს, იქ იაპონელი კეი ნიშიკორი, ბელარუსი ვიქტორია აზარენკო, ამერიკელი სლოან სტივენსი, ურუგვაელი პაბლო კუევასი, ამერიკელი ტენის სანტგრენი და არგენტინელი გვიდო პელა იმყოფებოდნენ.