სპორტ ექსპრესი

მაურინიოს მატჩს ქართველები განსჯიან

ნოემბერი 20, 2020 23:12

crocobet

ევროპალიგის მე-4 ტურის მატჩს ლონდონის ტოტენჰემსა და ბულგარულ ლუდოგორეცს შორის ქართველი მსაჯები განსჯიან. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია სილქ სპორტის გადაცემაში "ბურთი მოედანი", ყოფილმა მსაჯმა ლაშა სილაგავამ გაავრცელა.

"გიორგი ყრუაშვილი იმსაჯებს ევროპალიგის მატჩს ტოტენჰემსა და ლუდოგორეცს შორის. ეს ჩემი ინფორმაციაა, ოფიციალურად ამ ამბავს ორ დღეში გამოაცხადებენ", - თქვა სილაგავამ.

 

ლაშა სილაგავას არ დაუსახელებია გვერდითი მსაჯებისა და მე-4 არბიტრის ვინაობა, მაგრამ დიდი ალბათობით, ამ ფუნქციას ზაზა ფიფია, ლევან ვარამიშვილი და გიორგი ვადაჭკორია შეასრულებენ. ეს ოთხეული ბოლო პერიოდში უეფას ტურნირების მატჩებს სისტემატურად მსაჯობს. მიმდინარე სეზონში ისინი ევროპალიგაზე ზორია-ბაგრას, მურა-ორჰუსსა და ერთა ლიგაზე ყაზახეთი-ბელარუსის შეხვედრებს მოემსახურნენ.

ლონდონის ტოტენჰემისა და რაზგრადის ლუდოგორეცის დაპირისპირება 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე გაიმართება.