სპორტ ექსპრესი

რა შანსებიაქ ბასილაშვილს როტერდამში?

მარტი 1, 2021 13:02

როტერდამში მეტად პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი იღებს სტარტს, რომელშიც სხვებთან ერთად ნიკოლოზ ბასილაშვილიც მოსინჯავს ძალებს.

„პრაიმპსორტმა“ ადრეც გამცნოთ, რომ ჩვენებურს წილისყრით გაუმართლა და პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში გადმოსული 4 ჩოგბურთელიდან ერთ-ერთი დაუპირისპირდებოდა. გაირკვა, რომ ეს მეჩოგნე კამერონ ნორი იქნება.

ბრიტანელი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგის 65-ე ნომერია, ხოლო მისი და ბასილაშვილის გზები აქამდე კორტზე არასოდეს გადაკვეთილა.

სამმწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილი იდეალურს ვინ დაეძებს, სასურველი ფორმისგანაც ძალიან შორს არის. შარშან მარტში დაწყებული რეგრესი ისევ გრძელდება. ბოლოს ბასილაშვილმა იანვარში ანტალიის ტურნირზე უსახელო თურქ ჩოგბურთელს მოუგო, მას შემდეგ კი უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო.

ბოლოს, ქართველმა ჩოგბურთელმა მონპელიეს ტურნირზე იასპარეზა და იქაც პირველ წრეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან გადმოსულ გრეგუარ ბარერესთან წააგო.

იმედია, როტერდამში ნავსი გატყდება და ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ წრეს გადალახავს. ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელების დაირისპირება 1 მარტს 16:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა მატჩის დაწყების დრო შესაძლოა შეიცვალოს.