სპორტ ექსპრესი

რაგბი ისევ უპატრონოდ დარჩა

თებერვალი 24, 2021 14:53

საქართველოს რაგბის კავშირის დღეს ჩანიშნული ყრილობა როგორც მოსალოდნელი იყო კვლავ ჩაიშალა, რადგან ქვორუმი ამჯერადაც არ შედგა.

არჩევნებზე 24 სუბიექტი გამოცხადდა, საერთო ხმების რაოდენობა კი 42 იყო. არჩევნების ჩასატარებლად საჭირო 51 ხმა იყო. განმეორებითი არჩევნები ათიდან ოცდაათი დღის ვადით უნდა ჩატარდეს.

ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა დღევანდელ არჩევნებს დე ფაქტო უწოდეს და ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ 30 დეკემბერს მათ უკვე აირჩიეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე.