სპორტ ექსპრესი

საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელი ცნობილია? ნახეთ ქართველი სპეციალისტის კომენტარი

ნოემბერი 19, 2020 23:51

crocobet

კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე ისაუბრა

"მე ახლა ბევრად უფრო მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მთავარი ის იყო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი და ვმუშაობდი ყოველდღიურად... ანალიზს რომ ვუკეთებ საკუთარ თავს, ამ ხუთ წელიწადში კიდევ უფრო მეტი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე...

ადრეც არაერთხელ მითქვამს - საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა ძალიან დიდი პატივია ნებისმიერი ქართველი სპეციალისტისთვის და გამონაკლისი არც მე ვარ".

 

შეგახსენებთ, რომ ცხადაძემ მიიღო გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს "ორდაბასიდან" წამოსვლის თაობაზე.