სპორტ ექსპრესი

"დაურეკეთ ნეიმარის დას და აიღეთ ნებართვა" - სერხიო რამოსმა ბრაზილიელ ვარსკვლავსა და მის დას დასცინა

თებერვალი 13, 2021 15:43

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ პსჟ-ის ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც 1 თვით მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა. 

 

პარიზული გუნდისა და მთლიანად ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ყველაზე საწყენი კი ისაა, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე  ყოფილი გუნდის "ბარსელონას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. 

 

საინტერესოა, რომ ასეთ დროს ნეიმარი დისკვალიფიცირებულია, ან ტრავმირებული 2015 წლიდან მოყოლებულია. 

 

11 მარტს ფეხბურთელის დას დაბადების დღე აქვს, ის ყოველთვის ჩადის ბრაზილიაში და ულოცავს თავის ოჯახის წევრს დაბადების დღეს. 

 

ჟურნალისტებს ეს დამთხვევათ არ მიაჩნიათ და ამბობენ, რომ ფეხბურთელი ამას სპეციალურად აკეთებს. 

 

2017 წელს მადრიდის "რეალის" კაპიტან სერხიო რამოსს ნეიმარის ტრანსფერზე ჰკითხეს, რაზეც რამოსმა ირონიულად მიუგო:

 

"ნეიმარი დიდებული ფეხბურთელია და მის გუნდში ხილვა ყველა გუნდი ისურვებდა, მაგრამ ვიდრე ის "რეალში" გადმოვა, ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ... დაურეკეთ მის დას და ჰკითხეთ, თანახმაა თუ არა, რომ ნეიმარი 11 მარტსაც თავისუფალი იყოს და დაბადების დღეზე არ ესტუმროს", - უპასუხა რამოსმა.