სპორტ ექსპრესი

"ბერაზე ამბობთ ვისმეს ჩაგრავდაო?! ეხლა მე მოგიყვებით გამაოგნებელ ისტორიას..." - თბილისის მერიის თანამშრომელი

მარტი 7, 2021 12:51

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი ბერა ივანიშვილის შესახებ სოქაიცლურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ  2011 წელს საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვს ბერამ სტუდიაში კონცერტი გაუმართა.

„კიდევ კარგი არავის აინტერესებს მეგობრებთან ჩემი სატელეფონო საუბრები, თორემ უვადო პატიმრობის კანდიდატი ვარ.

2011 წლის ამბებიდან მე სულ სხვა ისტორია მახსენდება- საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა. თვითონაც ბავშვი იყო მაშინ (ისევე როგორც იმ აკოწიწებულ ჩანაწერში). მთელი სული და გული ჩადო, აიყოლია ყველა, ერთად მღეროდნენ. ვთხოვე, ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ, ძაან მაგარი გამოხმაურება მოყვება-თქო და უარი მივიღე, შეიძლება ამ ბავშვებს რამე პრობლემები შეექმნათ, ჩემთან რომ იყვნენო (გახსოვთ ხო რა დრო იყო?).

და ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი!“ - წერს თოქმაჯიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ტვ პირველმა“ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელშიც მათი მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ. ჩანაწერებში საუბარი ბერა ივანიშვილისთვის არასასიამოვნო კომენტარების ავტორების წინააღმდეგ ანგარიშსწორებას შეეხება.

როგორც ცნობილია, ბერა ასევე აქტიურად ეხმარება ქართულ სპორტს. განსაკუთრებულად, მას რაგბი უყვარს და ამ სპორტს მამამისთან ერთად გვერდში უდგას.

ბერა ფეხბურთს დიდი გულშემატკივარიცაა და სხვადასხვა დიდ მატჩებსაც ხშირად დასწრებია.