სპორტ ექსპრესი

(ფოტოები) როდესაც შენი მეუღლით ამაყობ - ვინ არის და რას საქმიანობს გურამ თუშიშვილის ულამაზესი ცოლი, რომლისთვისაც ძიუდოისტი მეორე ქმარია

ივლისი 31, 2021 16:59

გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი­სა და ვაჟა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შემ­დეგ, მე­სა­მე სპორ­ტსმე­ნია, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

 

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში თუ­შიშ­ვილ­მა რუ­სე­თის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი ტა­მერ­ლან ბა­შა­ე­ვი სუფ­თა გდე­ბით და­ა­მარ­ცხა. ფი­ნალ­ში ის ჩე­ხე­თის წარ­მო­მად­გე­ნელ ლუ­კაშ კრპა­ლე­კის­თან და­მარ­ცხდა.

 

 

ძი­უ­დო­ის­ტის სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა არა­ერთ წარ­მა­ტე­ბას ით­ვლის, მათ შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბას.

 

სპორ­ტსმე­ნი 18 წლის იყო, რო­დე­საც "დი­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლო“ მო­ი­გო და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სამ­გზავ­რებ­ლად მზა­დე­ბა და­ი­წყო. ერთ დღეს ვარ­ჯი­შის დროს ტრავ­მა მი­ი­ღო, თუმ­ცა გამ­გზავ­რე­ბა­ზე უარი არ უთ­ქვამს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრძო­ლა წა­ა­გო და ტრავ­მა ისე გა­ურ­თულ­და, რომ საკ­მა­ოდ მძი­მე ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. იმ­ჟა­მად ექი­მე­ბი იმედს არ აძ­ლევ­დნენ, რომ ოდეს­მე მა­ინც შეძ­ლებ­და პრო­ფე­სი­ულ სპორ­ტში დაბ­რუ­ნე­ბას.

 

 

ეს იყო გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე არას­პორ­ტუ­ლი რვა თვე.

 

"რე­ჟი­მი­დან ამოვ­ვარ­დი, სულ გა­რეთ ვი­ყა­ვი და სახ­ლში გვი­ან ვბრუნ­დე­ბო­დი. ორ­გა­ნიზ­მი გა­ზარ­მა­ცე­ბუ­ლი მქონ­და. ამის მერე ვარ­ჯი­შის და­წყე­ბა ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ ამა­ში ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი სპორ­ტუ­ლი შე­მარ­თე­ბა და­მეხ­მა­რა. სულ მქონ­და "ჟილ­კა", ჩემ­პი­ო­ნი გავმხდა­რი­ყა­ვი. მინ­დო­და, ევ­რო­პის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა, რაც ჩემი ოჯა­ხის მხარ­ში დგო­მით, შევ­ძე­ლი კი­დეც. 4-5 თვე დამ­ჭირ­და სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა რომ და­მე­წყო და მერე ფორ­მა­შიც ჩავ­დე­ქი...“ - ყვე­ბო­და გუ­რა­მი ჟურ­ნალ "გზას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ორი წლის წინ.

 

სპორ­ტსმე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. მისი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გი ანი პა­ი­კი­ძეა. წყვილს ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი - 5 წლის სე­სი­ლია ჰყავს. გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლის­თვის ანი ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლია. გო­გო­ნა ჯერ კი­დევ მა­შინ შე­უყ­ვარ­და, რო­დე­საც ის და­სას­ვე­ნებ­ლად ადი­ო­და კო­ჯორ­ში.

 

Droni.ge-ს ინფორმაციით, პაიკიძე ადრე გათხოვილი გახლდათ და თუშიშვილი მისთვის მეორე ქმარია.

 

 

"ანი გა­გე­ბით ეკი­დე­ბა ჩემს სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას. არა­ნა­ი­რი დის­კომ­ფორ­ტი ან კონ­ფლიქ­ტი არ გვაქვს იმის გამო, რომ შეკ­რე­ბებ­ზე შე­იძ­ლე­ბა 2-3 კვი­რა წა­ვი­დე. ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ასე­ვე ის, რომ სპორ­ტსმე­ნი სხვა ქვე­ყა­ნა­შია შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და ოჯახ­ზე არ აქვს სა­ნერ­ვი­უ­ლო...“ - ამ­ბობს თუ­შიშ­ვი­ლი.

 

სპორ­ტსმე­ნის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლე, ანი პა­ი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

 

 

"ყვე­ლას ვერ გპა­სუ­ხობთ, ემო­ცი­ე­ბის, დაბ­ნე­უ­ლო­ბის და კი­დევ არ ვიცი ამას რა ქვია. პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლას მად­ლო­ბას ვუხ­დი, ვი­საც გულ­წრფე­ლად უხა­რია. ჩემ­თვის ეს დღე და­უ­ვი­წყა­რია და მად­ლო­ბა შენ ამის­თვის Guram Tushishvili. ამა­ყი ვარ, რომ მქვია შენი მე­უღ­ლე. ეს და­სა­წყი­სია, მად­ლო­ბა ღმერ­თს ეს ურ­თუ­ლე­სი ორი წელი დამ­თავ­რდა და დამ­თავ­რდა მედ­ლით. შენ მარ­ტო, შენ ეს შე­ძე­ლი, მად­ლო­ბა ყვე­ლას კი­დევ ერთხელ ...“ - წერს ანი.