სპორტ ექსპრესი

უცნობი ისტორია ლაშა ბექაურზე - ნახეთ, რატომ სცემეს ის პოლიციელებმა და რა დაპირისპირება მოუვიდა მას სამართალდამცველებთან

აგვისტო 1, 2021 14:13

ოლიმპიური ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა 2019 წლის 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. სპორტსმენი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებდა. ბექაურის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას უთხრა თავისი ვინაობის შესახებ, შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ძიუდოისტმა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

 

ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სპორტსმენის მიმართ წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა).