სპორტ ექსპრესი

მანჩესტერ იუნაიტედი არის კლუბი, რომელიც მუდამ დიდ ადგილს იკავებდა ჩემს გულში – კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერში გადმოსვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

აგვისტო 31, 2021 19:37

კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ “იუნაიტედში” დაბრუნდა. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაირა და კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ფეხბურთელმა მანკუნიანელთა რიგებში დაბრუნების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა:

”მანჩესტერ იუნაიტედი არის კლუბი, რომელიც მუდამ დიდ ადგილს იკავებდა ჩემს გულში, გაოგნებული დავრჩი იმ ყურადღებით, რომელიც გასულ პარასკევს ვიგრძენი. მოუთმენლად ველოდები როცა ვითამაშებ ოლდ ტრაფოლდის სავსე სტადიონზე  და ისევ ვნახავ გულშემატკივრებს. გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ შევუერთდები, ვიმედოვნებ რომ კარგი სეზონი გვექნება.”-განაცხადა რონალდუმ