სპორტ ექსპრესი

"არველაძეს სულ ცალ ქუსლზე არ ჰკიდია ქალთა თემები?! ტელევიზორისთვის მაინც არ უყურებია?!" - ბაია პატარაია აჩი არველაძეს უპირისპირდება

სექტემბერი 14, 2021 12:43

უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ფეხბურთელ აჩი არველაძის ნათქვამ ფრაზას ეხმაურება.

 

ერთ-ერთ გადაცემაში არველაძემ შემდეგი ფრაზა თქვა:

 

"ქალი ქუჩაში მილიონ თემაზე გამოვა, ქალთა ძალადობაზე - არა. ქალთა ძალადობაზე ქუჩაში გამოსული ქალი სამი ბანერით არ მინახავს".

 

ამის საპასუხოდ კი პატარიამ სოციალურ ქსელში დაპოსტა:

 

"კაი, რუსთაველზე და პარლამენტთან (პროკურატურასთან, შსს-სთან) არ იხედება, არ აინტერესებს, მაგრამ ტელევიზორისთვის რამდენი წელია არ უყურებია ამ ყოვლისმცოდნეს? ეს განცხადება იცით რას ამბობს სინამდვილეში? იმას, რომ არველაძეს სულ ცალ ქუსლზე ჰკიდია ქალთა თემები, ისე ძალიან კიდია, რომ მისდღემჩი არ დაინტერესებულა და არც კი დაუგუგლია არაფერი ქალთა უფლებებზე საქართველოში.


ტაში, ქალებო, ფეხბურთელი ცეკვავს“, – წერს პატარაია.