სპორტ ექსპრესი

ნეკა დოროყაშვილის დიდი წარმატება - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცევა (ფოტოები)

სექტემბერი 14, 2021 14:16

ქართველი დიზაინერი და მოდელი ნეკა დოროყაშვილი ინსტაგრამიდან სასიამოვნო სიახლეს გვაცნობს. ნეკა სთორიში წერს, რომ პრესტიჟულ საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი.

 

მოდელმა კონტრაქტის სქრინებიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ მისი ინსტაგრამიც დაამატა ელიტარული მოდელების სიაში. კონტრაქტში კომპანიის სახელწოდება დაბლარულია, თუმცა იკითხება, რომ მისი სათაო ოფისი ფლორიდაში მდებარეობს.

 

ნეკა განმარტავს, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერით, ის თანხმდება, რომ ამ კომპანიის პროდუქტს გაარეკლამებს და მათი ინსტაგრამისთვის კრეატიულ მასალას შექმნის. მის ნამუშევარს კი კომპანია საკუთარ გამომწერებს გაუზიარებს, რომელთა რიცხვი 100 მილიონზე მეტია.

 
 

მოდელის თქმით, ის პირველია საქართველოდან, რომელმაც მსგავს კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება.

 

"ძალიან ვამაყობ, რომ მე ამირჩიეს. ბოლომდე ვიშრომებ რომ საუკეთესო შედეგი დავდო და ჩვენს შეთანხმებას კიდევ უფრო განვავითარებ", — წერს ნეკა დოროყაშვილი.

 

 

ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლია, რომელიც ქართველ ჩოგბურთელს ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ბრალდებით ბასილაშვილი გასული წლის მაისში დააკავეს. მას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.