სპორტ ექსპრესი

რონალდოს უჩვეულო შვეიცარიული ღამე - ყველა გაკვირვებულია... ნახეთ, სად გაათიეს ღამე "იანგ ბოიზთან" ჩასულმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა (ფოტოები)

სექტემბერი 15, 2021 12:13

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ქალაქ ბერნში ღამე 2-ვარსკვლავიან სასტუმროში გაათენა, სადაც ერთი დღის გატარება  120 ევრო ღირს.

 

სასტუმრო გერმანულ კომპანიას ეკუთვნის და 2020 წლის თებერვალშია გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ დაბალბიუჯეტიანია, ნომრები საკმაოდ კარგად და მოდურად გამოიყურება, თუმცა თითოეული მხოლოდ 18 კვადრატული მეტრია. აღსანიშნავია, რომ ოთახები ყვითელ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი - ანუ, იანგ ბოიზის ფერებში.

 

საინტერესოა, რომ "მანკუნიელთა" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ძვირადღირებულ ნომრებსაა მიჩვეული და ასეთი სასტუმრო მისთხვის ცოტა უცხოა. 

 

რთულია, სასტუმროს დააბრალო, მაგრამ ფაქტია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "იანგ ბოიზთან" საგარეო მატჩი 1:2 დათმო.