სპორტ ექსპრესი

"ძნელი მისახვედრი არაა, რომ ატყუებენ..." - ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს და რჩევას აძლევს

სექტემბერი 17, 2021 11:21

ჟურნალისტი ვახო სანაია საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

 

სანაია ფეხბურთელს ურჩევს, რომ რაც შეიძლება მალე გასცილდეს რუსეთის ჩემპიონატს.

 

"კვარაცხელიაზე დღეში 15 ნიუსი ამოვარდება ხოლმე ფეისბუქზე:

 

კვარაცხელიათი ესა და ეს დაინტერესდა... ისა და ის დაინტერესდა... რატომ ვერ შედგა ტრანსფერი... შეთანხმება თითქმის დასრულებულია... შეთანხმება ჩაიშალა... აი დაუსრულებლად.

 

დროზე თუ არა წავა მაგ რუსეთიდან, დაღუპავენ მის კარიერას ეგ "სავეტსკი" "ძელეცები". წავიდეს თუნდაც საშუალო დონის კლუბში ჯერ და მერე დამსახურების მიხედვით, მიეცემა შანსი გრანდებში. რა მიხვედრა უნდა, რომ ატყუებენ ეს ვითომ საფეხბურთო აგენტები.  20 წლის ყოფილა უკვე, რაც თანამედროვე ფეხბურთში სულაც აღარ მიიჩნევა პატარა ასაკად", - წერს სანაია.