სპორტ ექსპრესი

არეულობა და დაძაბულობა კრიშტიანო რონალდოს ოჯახში - რაში ადანაშაულებს ფეხბურთელის დედა ჯორჯიანა როდრიგესს

სექტემბერი 30, 2021 17:28

კრიშტიანო რონალდოს დედას, დოლორეს ავეიროს, არ სურს, რომ მისმა შვილმა ჯორჯინა როდრიგესზე იქორწინოს. ვარსკვლავის მშობლის თქმით, არგენტინაში დაბადებულ მოდელს ეკონომიკური ზრახვები ამოძრავებს.

 

პორტუგალიელი შემტევი საპასუხოდ თავის ამჟამინდელ სატრფოსთან ბედნიერია, სოციალურ ქსელში ხშირად ვხვდებით ერთად გადაღებულ ფოტოებს. წყვილი კი კრიშტიანო ჯუნიორთან, ევასთან, მატეოსთან და ალანასთან ერთად მანჩესტერში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი მათი საერთო შვილია.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი სპორტსმენისგან ხელის თხოვნას ელოდება, თუმცა, როგორც ჩანს, რონალდოს დედა ამის წინააღმდეგია. მედალს ორი მხარე აქვს და გარკვეული პერიოდის წინ დაიწერა, რომ ჯორჯინასა და ავეიროს

 

კარგი ურთიერთობა აქვთ, ქალბატონი კი როდრიგესის რონალდოს ცხოვრებაში ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს.

ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით უცნობია, დაუჯერებს თუ არა "იუნაიტედის" ფორვარდი დედას.