სპორტ ექსპრესი

"წელიწადნახევარია არ მაქვს ურთიერთობა ჩემს შვილთან და ამ გამარჯვებას მას ვუძღვნი" - ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული შარლოტა

ოქტომბერი 16, 2021 13:32

ქარ­თველ­მა ჩოგ­ბურ­თელ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა "ინ­დი­ან ველს მას­ტერ­სის" 1/4 ფი­ნალ­ში ბერ­ძე­ნი ჩოგ­ბურ­თე­ლი, მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გის მე­სა­მე ნო­მე­რი სტე­ფა­ნოს ცი­ცი­პა­სი სამი სე­ტის ჯამ­ში, ან­გა­რი­შით 6:4, 2:6, 6:4 და­ა­მარ­ცხა.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ტურ­ნი­რის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გერ­მა­ნელ ალექ­სან­დრ ზვე­რევ­სა და ამე­რი­კელ ტე­ი­ლორ ფრიტს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს შეხ­ვდე­ბა.

ამ გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 160 000$-სა და 180 ქუ­ლას მი­ი­ღებს, რი­თაც მსოფ­ლი­ოს 29-ე ჩოგ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბა. ტურ­ნი­რის საპ­რი­ზო ფონ­დი 8 359 455 დო­ლა­რია.

 

ტურ­ნირს ეს­წრე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა. შარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ყვე­ლა ტურ­ნირ­ზე დაჰ­ყვე­ბა მას. გუ­შინ­დე­ლი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ შარ­ლო­ტამ ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ატირ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
 

ტრი­უმ­ფის შემ­დეგ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ერთ-ერთ კა­მე­რა­ზე შვი­ლის სა­ხე­ლი, ლუ­კა­სი და­წე­რა. ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ მისი ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა მის ვაჟს ეკუთ­ვნის.

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აც გა­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ უკვე დიდი ხა­ნია შვი­ლი არ უნა­ხავს და როცა კორტზე გა­დის, სწო­რედ ლუ­კას­ზე ფიქ­რი ამ­შვი­დებს.

"წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია არ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემს შვილ­თან, ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ, რომ ჩემს აზ­როვ­ნე­ბა­ში იყოს. კორტზე რო­დე­საც ვთა­მა­შობ, მამ­შვი­დებს ჩემს შვილ­ზე ფიქ­რი. ამ მო­მენტს გა­მოვ­ყა­ვარ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სპორ­ტის გა­რეთ არის ოჯა­ხი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ეს არის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს გა­მარ­ჯვე­ბა ჩემს შვილს მი­ვუ­ძღვე­ნი" - ამ­ბობს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

 

ცნო­ბის­თვის, ბა­სი­ლაშ­ვილს ყო­ფილ ცოლ­თან, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­თან სკან­და­ლუ­რი დავა აქვს. ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავთ, რო­მე­ლიც დე­დას­თან იზ­რდე­ბა.

ყო­ფილ­მა ცოლ­მა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის შემ­დე­გაც, ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს.