სპორტ ექსპრესი

"ამ პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შემოთავაზეს, ჩემი მოწინააღმდეგე თინა ხიდაშელი იქნებოდა... უეჭველი მოვიგებდი, მაგრამ გეტყვით, რატომ ვთქვი უარი..."

ოქტომბერი 22, 2021 23:56

ვეტერანმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყოფნის არანაირი სურვილი არ აქვს, თუმცა წარსულში შემოთავაზება ერთ-ერთი პარტიიდან მაჟორიტარად კენჭის ყრის თაობაზე ჰქონდა, თუმცა უარი განაცხადა. 

 

"ღმერთმა არ დამაჭირვოს პოლიტიკაში წასვლა. როგორც კი პოლიტიკურ მოედანზე შევალ, ეგრევე ვხდები იმ ადამიანების მოწინააღმდეგ, ვისაც ჩემი პოლიტიკური ხედვები არ მოსწონს. 

 

მე ვერ გავცვლი ხალხის სიყვარულს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ღმერთმა არ დამაჭირვოს პოლიტიკაში წასვლა. 

 

მქონია შემოთავაზება ვყოფილიყავი მაჟორიტატორი დეპუტატი და ჩემი მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი. ისეთი პარტიიდან იყო შემოთავაზება, რომ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოვუგებდი. 

 

შეიძლება შემფუთონ, დამსვან ვიტრინაში და უეჭველად მოვუგებდი, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ თინას არ უნდა მოვუგო, რადგან ის ჩემზე 1000-ჯერ მაგარია... ვიცი, რომ თინა მჯობია და ამიტომ არ წავედი პოლიტიკაში...

 

ასეთი დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერ სფეროზე... ასევე მაშინაც, როდესაც ჩემს ადგილზე მოდიან - ვეუბნები, რა გინდათ აქ, მე ხომ არ მოვდივარ მანდ", - ამბობს აჩი არველაძე.