სპორტ ექსპრესი

" მაკედონია მოიხსნება ევროპის ჩემპიონატიდან და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაანაცვლებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

ნოემბერი 14, 2020 17:28

crocobet

ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 

 

ერთ-ერთი გვერდი შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

"მაკედონიის ფეხბურთელს დაგროვილი ყვითელი ბარათების გამო უფლება არ ჰქონდა საქართველოს ნაკრებთან ფინალში თამაშის თუმცა მწვრთნელმა ის შეცვლაზე შემოიყვანა.

 
 
ამ პრეცედენტის გამო დიდი ალბათობოთ ჩრ. მაკედონია მოიხსნება ევროპის ჩემპიონატიდან და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაანაცვლებს", - წერია პოსტში.
 
 
 
 
 
ჩვენის მხრივ კი გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ (სამწუხაროდ) ეს აბსოლიტურად ყალბი ინფორმაცია და ე.წ. "ფეიქია". მსგავსი რამ არცერთ წყაროს არ დაუწერია და ეს უბრალოდ რეიტინგისთვის შეთხზული ამბავია.