სპორტ ექსპრესი

11 წლიანი პაუზის შემდეგ კაშია ბათუმის წინააღმდეგ

აპრილი 3, 2021 21:19

ეროვნული ლიგის მე-6 ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართა, ოღონდ არა ადგილობრივი გუნდის მონაწილეობით. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „ბათუმი“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ.

ზღვისპირელები, სანამ თავიანთი უნიკალური სტადიონი ბოლომდე მზადყოფნაში იქნება, გარკვეულ ხანს საშინაო მატჩებს ანგისის მოედანზე აღარ გამართავენ და როგორც ჩანს გორში ითამაშებენ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ფეხბურთელები, რომებიც მარტის სანაკრეპო პაუზის დროს ეროვნულ გუნდთან ერთად იყვნენ. გურამ კაშია, გიორგი მამარდაშვილი, გურამ ჩაბრაძე და ჯამბულ ჯიღაური. განსაკუთრებული დატვირვა კი გამოცდილ მცველს ჰქონდა. გურამ კაშიამ სამივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

 

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი არც საკუთარ გუნდს დაზარდა და ბათუმელებთან დაპირისპირებაში სულაც გოლი გაიტანა. კაშიას მოხდენილი თავური დარტყმით, „ლოკომოტივმა“ 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩიც საბოლოოდ ფრედ – 1:1 დასრულდა. მანამდე კი მატჩის დებიუტში იყო მამუჩაშვილის საჯარიმო დარტყმა და რიკოშეტის შედეგად მამარდაშვილის კარში გატანილი გოლი, რომლითაც ბათუმელები დაწინაურდნენ.

ნიშანდობლივია, რომ გურამ კაშიამ ეროვნულ ჩემპიონატში გოლი 11 წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. ბოლოს მან ეს 2010 წელს, ჰოლანდიურ „ვიტესში“ წასვლამდე გააკეთა, როდესაც „დინამოს“ რიგებში ირიცხებოდა და „გაგრას“ გაუტანა. იმ სეზონში, კაშიას ანგარიშზე ჯამში 8 გოლი იყო.