სპორტ ექსპრესი

4-დან 4! – ქართველი ძალოსნების ლიცენზიის მაქსიმუმი

ივნისი 12, 2021 22:21

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზე ოთხი სპორტსმენით წარსდგება, როგორც ირკვევა, თითოეული ქვეყნისთვის დაწესებული კვოტის მაქსიმუმია.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ ინფორმაცია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო და ახლა უკვე ოფიციალურ დასტურს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტშიც ელიან.

მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ტოკიოში ფიცარნაგზე გამოსვლის უფლება ლაშა ტალახაძეს (+109 კგ), ანტონ პლესნოისა (96 კგ) და შოთა მიშველიძეს (61 კგ) ჰქონდათ. ამ სამეულს კიდევ ერთი სპორტსმენი შეუერთდება და ის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი, გოგა ჩხეიძეა (67 კგ).

 

32-ე ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება ძალონსობას, ამ სახეობაში შეჯიბრი 24-დან 4 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.