სპორტ ექსპრესი

ახალი ისტორია! გიგა ჭიკაძე UFC-ის რეიტინგში დაწინაურდა

აგვისტო 31, 2021 19:38

UFC-ის ქვემსუბუქ წონით კატეგორიის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე რეიტინგში 2 საფეხურით დაწინაურდა. გიგა განახლებულ ჩათვლაში მე-8 ადგილს იკავებს.

შეგახსნებთ, რომ „ნინძამ“ რამდენიმე დღის წინ ედსონ ბარბოსა მე-3 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და თავის პროფესიონალურ კარიერაში მე-14 გამარჯვება მოიპოვა.

ცნობისთვის, გამოცდილი ქართველი სპორტსმენი ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში 2019 წლიდან ასპარეზობს. ის ოქტაგონზე უმაღლესი საბრძოლო ლიგის ოქტაგონზე მეშვიდედ ვიხილეთ და ამ დრომდე დაუმარცხებლად ასპარეზობს.