სპორტ ექსპრესი

ალბათ მოვა დრო და წავა – თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოქტომბერი 24, 2021 12:44

საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ფამაგუსტა “ანორთოსის” ამჟამინდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ პირველი არხის გადაცემა “ტაიმ-აუტში” ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

“უნდა გააგრძელოს შრომა და თამაში, ჯერ გუნდში გამოიჩინონ თავი და მერე საზღვარგარეთ კარი ყოველთვის ღია იქნება.

მეც ბევრი რამ გამიგია, რომ ხვიჩათი ბევრი გუნდიაო დაინტერესებული, მაგრამ ვუყურებ, რომ ბიჭი ყაზანშია. იქ ერთ-ერთი კარგი მწვრთნელია ლეონიდ სლუცკი და მასთან, მე მგონია, უფრო უკეთ ითამაშებს. ის, რომ შანსი ჰქონდა და არ გაუშვეს, არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობას შეეშვას. უნდა გააგრძელოს თამაში. ალბათ, მოვა დრო და წავა.

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ხალხმა, ვინც ხვიჩას გვერდითაა, აუხსნას, რომ დღეს „რუბინის“ ფეხბურთელია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, რაც უფრო კარგად ითამაშებს, მით უკეთეს გუნდში გადავა. ჯერ ახალგაზრდაა, თამაშს ახლა იწყებს. ჩემი თხოვნა და დარიგება ისაა, გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა ვარჯიშზე და ვარჯიშის შემდეგაც. ყველანაირი პოტენციალი აქვს, იმის გამო გაბრაზება, რომ არ გაუშვეს, არ დაეხმარება. ეს არც მის მომავალს არ გამოადგება და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს.” – განაცხადა თემურ ქეცბაიამ

შეგახსნებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას რუბინი მომდევნო მატჩს ხვალ თბილისის 15:00-ზე უფას წინააღმდეგ გამართავს.