სპორტ ექსპრესი

ალექსანდრე ჩივაძეს 66 წელი შეუსრულდა

აპრილი 8, 2021 23:58

თბილისის დინამოს ოქროს თაობის კაპიტანს, ლეგენდარულ ალექსანდრე ჩივაძეს 66 წელი შეუსრულდა. დინამოს რიგებში საშა ჩივაძე 1974 წლიდან 1987 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 425 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა.

66 წლის ვეტერანი არის სსრკ-ს 1978 წლის ჩემპიონი. სამგზის პრიზიორი (1976 შემოდგომა-გაზაფხული, 1981). ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. ჩივაძე 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა რვაჯერ. სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, 52 ჩატარებული მატჩი და გატანილი 3 გოლი. არის ფიფას ორდენის კავალერი.