სპორტ ექსპრესი

"არტურო, შე ნაბიჭვარო, ითამაშე და ყვერებ*ი ნუ მასკდები" - კონტემ ვიდალი თამაშის მიმდინარეობისას ჯერ აგინა, შემდეგ კი შეცვალა (ვიდეო)

იანვარი 4, 2021 14:09

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში "ინტერმა" "კროტონე" მიიღო და 6:2 გაანადგურა, თუმცა "ნერიაძურისთვის" ყველაფერი ასე ადვილად არ იწყებოდა. 

 

მატჩის 34-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:1 იგებდნენ, "ინტერის" საჯარიმოში საკამათო ეპიზოდი მოხდა. 

 

არტურო ვიდალმა პოლონელი ნახევარმცველი არკადიუშ რეკა წააქცია, მსაჯმა თავდაპირველად პენალტი არ დანიშნა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ხელი თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა. 

 

ამ ფაქტით ჩილელი ფეხბურთელი ძალზედ უკმაყოფილო დარჩა. მოგეხსენებათ, ვიდალი ისედაც როგორი უხეში ფეხბურთელია და მუდამ კამათი უყვარს, გამონაკლისი კი არც ეს ეპიზოდი ყოფილა. 

 

 მან მთავარ არბიტრს ჯანლუკა აურელიანოს კამათი დაუწყო, რამაც "ნერიაძურის" მწვრთნელი ანტონიო კონტე ძალიან გააღიზიანა. 

 

როგორც იცით, იტალიაში მატჩებს მაყურებელი არ ესწრება და ხმაც ძალიან კარგად ისმის. კონტემ კი ვიდალს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

 

"არტურო, შე ნაბიჭვარო, ითამაშე და ყვერებ*ი ნუ მასკდები", - ამ სიტყვების შემდეგ კი ვიდალმა კამათს თავი დაანება. 

 

 

საინტერესოა რა მოხდა გასახდელში, მაგრამ ვიდალი მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოჩენილა და კონტემ ის სტეფანო სენსით ჩაანაცვლა.