სპორტ ექსპრესი

ასეთ დროს პროტოკოლი აუცილებელია! – ენდი მარიმ ბასილაშვილის სასამართლოზე ისაუბრა

ივნისი 30, 2021 10:14

დღეს, უიმბლდონის საწყის მატჩში საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილ ბრიტანელ ჩოგბურთელს, ენდი მარის შეხვდება.

თამაშის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრიტანელ ჩოგბურთელს ერთ-ერთმა ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშილის სასამართლო პროცესის შესახებ ჰკითხა, რასაც 34 წლის ჩოგბურთელმა ასე უპასუხა:

„ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე და ახლაც იგივეს ვიტყვი. ამ მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ რომ ასეთ დროს პროტოკოლი უნდა მოქმედებდეს და გამოძიების დასრულებამდე ჩოგბურთელს თამაშის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ასეთ საკითხებს ATP-მა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს“, – აცხადებს მარი.

 

შეგახსენებთ, რომ ენდი მარისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.