საქართველოს ნაკრები გუნდი საქართველოს პირველი და მსოფლიოს 22-ე ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეთაურობით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, ATP CUP-ზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და ATP Cup გუნდის ახალი წევრი საბა ფურცელაძე სიდნეიში 27 დეკემბერს გაემგზავრებიან და 2022 წლის 2 იანვრიდან საკვალიფიკაციო მატჩებს გამართავენ.
ATP CUP -ზე მონაწილეობას მსოფლიოს 16 გუნდი იღებს და საქართველოს ნაკრები გუნდი, ნიკოლოზ ბასილაშვილის 2021 წელს მიღწეული შედეგის გათვალისწინებით, ტურნირზე მე-14-ე ნომრად არის განთესილი.
წილისყრის მიხედვით, 16 ნაკრები გუნდი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა და საქართველოს ნაკრები გუნდი D ქვეჯგუფში საბერძნეთის, პოლონეთის და არგენტინის ნაკრებ გუნდებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ATP Cup ახალი ფორმატის ტურნირია, რომელიც პირველად 2020 წელს გაიმართა და ყოველწლიურად ავსტრალიის ღია პირველობდე ავსტრალიაში ჩატარდება.