სპორტ ექსპრესი

ATP რეიტინგი განახლდა – რომელ ადგილზეა ბასილაშვილი

ნოემბერი 2, 2021 13:26

დღეს ATP-მ მამაკაცთა ჩათვლის რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 4 საფეხურით არის დაწინაურებული.

ახალ ჩათვლაში ნიკას 2 101 ქულა აქვს დაგროვებული და 21-ე პოზიციაზე იმყოფება, აქამდე კი 25-ე ადგილს იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ოქტომბერში 2 ტურნირზე წარსდგა. ჯერ ინდიან უელსის მასტერსზე, სადაც ფინალში გასვლა შეძლო, შემდეგ კი ვენის პირველობაზე, სადაც ერთი ეტაპის დაძლევა მოახერხა და 1/8 ფინალში დამარცხდა. ნიკას მომდევნო ტურნირი პარიზის მასტერსი იქნება. 29 წლის ჩოგბურთელი პირველ შეხვედრას დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ფრანგ ადრიან მანარინოს წინააღმდეგ გამართავს.

 

ATP-ის რეიგინში ნიკოლოზ ბასილაშვილის მაქსიმუმი მე-16 ადგილი იყო, რომელსაც ქართველმა ჩოგბურთელმა 2018 წელს მიაღწია.