სპორტ ექსპრესი

ბარსელონა ვალენსია და სხვები – საბურთალო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ოქტომბერი 24, 2021 12:46

26-31 ოქტომბერს თბილისის “საბურთალო” ორგანიზებით საერთაშორისო ტურნირს “კოკა-კოლას თასი” გაიამრთება. აღნიშნულ ტურნირზე მონაწიელობას მიიღებენ:

“ვალენსია” (ესპანეთი) დონეცკის “შახტარი” (უკრაინა) “ტრაბზონსპორი” (თურქეთი) “ბარსას აკადემია” (იგულისხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ბარსელონას აკადემია) აქტაუს “კასპი” (ყაზახეთი) “ბუნიდაკრი” (უზბეკეთი) და საბურთალოს ორი გუნდი.

როგორც ჩანს “საბურთალო” უძლიერეს ტურნირს უმასპინძლებს, სადაც მსოფლიოს წამყვანი გუნდების აკადემიები იასპარეზებენ და ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მსოფლიოს გამორჩეული ტალანტებთან თამაშის საშუალება ეძლევათ, აღნიშნული ტურნირი 2008 წელს დაბადებულ ფეხბურთელებს შორის ჩატარდება.

 

შეხვედრები “ბენდელას” სახელობის სტადიონზე გაიმართება და პირდაპირ რეპორტაჟებს “საბურთალოს” იუთუბ არხი შემოგთავაზებთ.