სპორტ ექსპრესი

"ბარსელონამ" მორიგი ისტორიული შედეგი დააფიქსირა

მარტი 4, 2021 13:28

ესპანეთის თასის 1/2-ფინალში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სევილია" მიიღო და დამატებით დროში 3:0 სძლია, რითაც ფინალის საგზური მოიპოვა.

 

Misterchip-ის ცნობით, "ბლაუგრანა" ესპანეთის თასის ფინალში ისტორიაში 42-ედ გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 

 

ამას გარდა, კატალონიელები სამეფო თასსის გადამწყვეტ მატჩში ბოლო 13 წელიწადში მეათედ იასპარეზებენ. 

 

ფინალში "ბარსელონას" მეტოქის ვინაობას დღეს გასამართი "ლევანტესა" და "ბილბაოს" მატჩი გაარკვევს.