სპორტ ექსპრესი

ბათუმმა მოულოდნელად ქულები დაკარგა

მარტი 5, 2021 23:13

ეროვნული ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღე აჭარული დერბით დაიხურა, რომელშიც ერთგვარად მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.

ბათუმის „დინამომ“ თავის ერთგულ და მრავალრიცხოვან ქომაგებს ნამდვილად გული დასწყვიტა, რადგან ქობულეთის „შუქურასთან“ ვერ მოგებას ალბათ ბევრი არ ელოდა.

გია გეგუჩაძის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს ეროვნული ნაკრების შემტევმა ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურა და მოლოდინიც გაჩნდა, რომ ბათუმელები მეორე ტაიმში ქუბულეთელების რბევას გააგრძელებდნენ, მაგრამ მოხდა პირიქით. მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე „შუქურას“ მცველმა ნიკა ჭანტურიამ წონასწორობა აღადგინა და მატჩიც ფრედ – 1:1 დასრულდა.

ჯერ ჩემპიონატი ახლა დაიწყო და მთავარი ბატალიებიც წინ არის, მაგრამ არც ის გამოვრიცხოთ, რომ სწორედ ეს დაკარგული ქულები ბათუმელებს შემდეგ ძალიან ძვირად დაუჯდეთ.

მომდევნო მატჩს, გია გეგუჩაძის გუნდი პრინციპულ მეტოქე თბილისის „დინამოსთან“ 9 მარტს სტუმრად გამართავს.