სპორტ ექსპრესი

"ბევრჯერ თქვეს იქაურმა ექიმებმა, ეს ამ ღამეს ვერ გაატანსო... თვალი რომ გავახილე, ყველა შოკში იყო" - რას ჰყვება ლევან მაისაშვილი კოვიდინფიცირების ურთულეს პერიოდზე

სექტემბერი 11, 2021 11:59

კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლი ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლი სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და. ის იო­ჰა­ნეს­ბურ­გის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე იყო და რო­გორც ამ­ბობს, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მა­ი­საშ­ვილ­მა მძი­მე პე­რი­ოდ­ზე "იმე­დის" ეთერ­ში ისა­უბ­რა.

 

 

"და­მი­ჯე­რეთ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩემი წვლი­ლი ყვე­ლა­ზე მცი­რეა. მე ვი­სარ­გებ­ლებ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და ბო­დიშს მო­ვუხ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვინც ჩემ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვაგ­დე ჩემი ოჯა­ხი. ამ ბრძო­ლა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­პატ­რი­არ­ქომ, ბევ­რმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა, რომ­ლებ­მაც ლოც­ვა არ შე­ა­ჩე­რეს.


 
 
 
 

რაგ­ბის კავ­ში­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გად მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო კლნი­კა­ში მოვ­ხვდი. ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნია, იქა­უ­რი ექი­მე­ბის და ქარ­თვე­ლი ექი­მის, ვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის გმო­რო­ბის ამ­ბა­ვი. მოკ­ლედ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო ამ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. 6 ივ­ლისს მო­მა­თავ­სეს ჰოს­პი­ტალ­ში, 8 რი­ცხვი­დან უკვე აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს. 28 დღის გან­მავ­ლოვ­ბა­ში გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვი, აპა­რა­ტი ფილ­ტვებს ბე­რავ­და 100 პრო­ცენ­ტით და სა­ტუ­რა­ცია 80 პრო­ცენტზე ვერ აჰ­ყავ­დათ. ბევ­რჯერ დად­გა სა­კი­თხი და ბევ­რჯერ უთხრეს, რაგ­ბის კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას იქა­ურ­მა ექი­მებ­მა, რომ ამ ღა­მეს ვერ გა­ა­ტან­სო. ერ­თა­დერ­თი ვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ გა­მოვ­ძვრე­ბო­დი.

აქვე უნდა ვთქვა, რომ ვარ ერთი დო­ზით აც­რი­ლი. ორი დო­ზით აცრა ვერ მო­ვას­წა­რი, ვა­დებ­ში ვერ ჩა­ვე­ტიე, რად­გან მო­მი­წია გამ­გზავ­რე­ბა. ფაქ­ტია, რომ ვინც აც­რი­ლი იყო, მათ ეს პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ" - ამ­ბობს მა­ი­საშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ამ­ჟა­მად რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, რათა ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნა მოხ­დეს.

"არა­ვინ არ ელო­და, უც­ბად გა­ვა­ხი­ლე თვა­ლი. მთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი შოკ­ში იყო. ამის შემ­დეგ პროგ­ნო­ზი იყო რომ 3-დან 6 თვემ­დე დამ­ჭირ­დე­ბო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია. რე­ა­ლუ­რად 10 დღე­ში უკვე გა­მოვ­კეთ­დი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ერთი თვე დამ­ჭირ­და, რომ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ზუს­ტად ვი­ცო­დი რომ ჩემი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აქ უკეთ წა­ვი­დო­და. ჩა­მოს­ვლის დღი­დან სა­ტუ­რა­ცია და­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს, ჟანგბა­დი აღარ მჭირ­დე­ბა. წნე­ვე­ბიც და­მი­რე­გუ­ლირ­და. ამ­ჟა­მად ფილ­ტვებს უნდა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ბი­ლი­ტა­ცია" - აღ­ნიშ­ნა მა­ი­საშ­ვილ­მა.