სპორტ ექსპრესი

“ბიძინა ივანიშვილის გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო” მამუკა გორგოძე

იანვარი 13, 2021 14:25

ქართული და მსოფლიო რაგბის ლეგენდამ, მამუკა გორგოძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ქართული რაგბის ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და მასში ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ როლზე ისაუბრა. 

 

ჩვენთან ძალიან რთული მდგომარეობა იყო, არ არსებობდა ელემენტარული პირობები. მოვესწარი იმ პერიოდს, როდესაც „ქართუ“ რაგბის ოჯახის განვითარებაში ჩაერთო. ამაში კოლოსალური თანხებია ჩადებული.

როგორც მოქალაქემ, მინდა, ამ ქველმოქმედების ავტორს ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო.

უდიდესი იყო მისი მხარდაჭერა ჩვენს განვითარებაში, ჩვენს წინსვლაში. ჩემი და სრულიად საქართველოს რაგბის ოჯახის სურვილი იქნება, რომ იგი ბოლომდე გვერდით ედგას ქართულ რაგბს.

მამუკამ რაგბის თამაში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ლელოში დაიწყო, შემდეგ იყო მონპელიე, სადაც ის მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა და ბოლოს ვარსკვლავებით სავსე ტულონშიც თავისი რიხიანი სიტყვა თქვა.

„ბორჯღალოსნების“ რიგებში გორგოძემ 75 მატჩში ჩაატარა და 4 მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.