სპორტ ექსპრესი

Breaking! ლაშა ბექაური გრან სლემიდან ჩაეხსნა – ლაშას ლუკა მიასურაძე ჩაანაცვლებს

ოქტომბერი 25, 2021 12:44

5-7 ნოემბერს აზერბაიჯანის დედალაქი ბაქო ძიუდოს გრან სლემს უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირზე წინასწარ განაცხადში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახლდათ, თუმცა ტრავმის გამო 21 წლის ძიუდოისტი ამ ტურნირს გამოტოვებს.

ახალგაზრდა სპორტსმენს ბაქოს გრან სლემზე ლუკა მასიურაძე ჩაანაცვლებს, საბოლოო ჯამში ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი

 
66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ: ჯუმბერ მელაძე

81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი

90 კგ: ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი

100 კგ: მიხეილ ჯაფარიძე, ონისე სანებლიძე

ჯუდოს დღიურების გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექაური თიაქარის და პოლიპების არეში ოპერაციას გაიკეთებს.