სპორტ ექსპრესი

ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია

მარტი 6, 2021 23:09

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ 21 წლის შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია. ინფორმაციას ბელგიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ადასტურებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ჩაკვეს“ დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„გიორგის კუნთის მცირე ტრავმა აწუხებს. სამწუხაროდ, მას სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვერ გამოვიყენებთ, ზუსტი დროის თქმა ნამდვილად გამიჭირდება“, – განაცხადა „გენტის“ თავკაცმა.

21 წლის ფეხბურთელის დაბრუნება მიმდინარე კვირაში იგეგმებოდა. ჩაკვეტაძე „ოსტენდეს“ წინააღმდეგ „გენტის“ 19-კაციან განაცხადშიც მოხვდა, თუმცა როგორც ჩანს ფეხბურთელს ტრავმა ისევ გაუმიზეზდა.

ჩაკვეტაძემ ბოლოს 2020 წლის 5 ოქტომბერს ითამაშა, ამის შემდეგ იგი გამუდმებით ტრავმებს ებრძვის.